საერთაშორისო პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 13 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა.

,,პალიტრა ჰოლდინგი“-ს შვილობილი კომპანია პალიტრა L აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

 

გამომცემლობა პალიტრა L „პალიტრა მედია ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიაა, დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

პალიტრა L გამოსცემს წიგნებს ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისთვის. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა.

გამომცემლობა ორიენტირებულია ხარისხსა და სიახლეებზე. ჩვენ მკითხველს ჟანრობრივად მრავალფეროვან ლიტერატურას, საკითხავის უდიდეს პალიტრას ვთავაზობთ. კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად, აქტიურად გამოვცემთ თანამედროვე უცხოური პროზის თარგმანებს, საბავშო ლიტერატურას, ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ქართველ მკითხველთან, მივცეთ საშუალება, თავად ჩაერთოს წიგნის შერჩევასა და საგამომცემლო პროცესში, იკითხოს მხოლოდ საუკეთესო.

არსებობის მანძილზე ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. მათ შორისაა: „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, „საქართველოს ილუსტრირებული ისტორია“, „ლიბერთინსი“, „ლურჯი ოკეანე“ და სხვა.

„პალიტრა L “ წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

ჩვენ ვამაყობთ საკუთარი ისტორიითა და მიღწევებით, რაც სახელმწიფოში ქართული წიგნისა და ლიტერატურის განვითარებაში, საოჯახო ბიბლიოთეკების შექმნაში, ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაღვივებასა და ახალი თაობის წიგნით დაინტერესებაში გამოიხატება.

 

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8d4f005056a2625311ed1ef2c858ea05

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@palitra.ge

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი