სოციალური მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ევროპროდუქტი“, ქართულ ბაზარზე, 17 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან, მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებს, თუ ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო. 

2014 წელს „ევროპროდუქტმა“ თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში 33 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი. 

„ევროპროდუქტი“ ზრდას უწყვეტად განაგრძობს – გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა. 

დეტალური  ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge 

 

ამჟამად, შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედია მენეჯერის თანამდებობაზე; 

 

სამუშო ადგილი:  ქ. თბილისი, ავჭალა; 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:00 საათამდე. 

 

ძირითადი ვალდებულებები:  

  • „ევროპროდუქტის“ გვერდების ტექსტური კონტენტის შექმნა/ქოფირაითინგი; (FB, Youtube,Linkedin,Tik-tok); 
  • სოციალური მედია სტრატეგიის შექმნა, კამპანიების დაგეგმვა და მართვა; 
  • ციფრული საკომუნიკაციო არხების მართვა, მათ შორის სხვადასხვა სოციალური მედია საშუალებები,  საძიებო სისტემები; 
  • რეცეპტების მიწოდება საიტის ადმინისტრატორისთვის; 
  • სეგმენტირების და თარგეთინგის ახალი მეთოდების მოძიება და დანერგვა; 

 

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:  
 
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე დარგში.  
  • მარკეტინგის პრინციპების ცოდნა – პოზიციონირება. სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და ა.შ. 
  • სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. 
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

 

 უნარ-ჩვევები: 

  • დაგეგმვისა და მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კონფიდენციალობა, პუნქტუალობა; 
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი; 
  • პრეზენტაციის უნარი. 

 

კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „სოც.მედია მენეჯერი“,  წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. 

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 

 

„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 

 

გისურვებთ წარმატებას! 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
The company
თბილისი