სამშენებლო პროექტების ფორმა 2-ის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
21 ნოე - 06 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ბალტიის ბიზნეს განვითარება"   სასწრაფოდ  აცხადებს  ვაკანსიას  პოზიციაზე ფორმა  2-ის  სპეციალისტი .  

 

ბალტიის ბიზნეს განვითარება არის ევროპული ტიპის კომპანია, რომელიც დაფუძვნდა 2011 წელს და დღემდე აგრძელებს ფუნქციონირებას. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოებს ,შიდა და გარე საკომუნიკაცო სისტემებს (ვენტილაცია, სანტექნიკა,წყალგაყვანილობა, სახანძრო სისტემა , საგანგებო სიგნალიზაციები , სუსტი დენები , განათება , ელექტრომომარაგება და ა.შ . 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ფორმა 2-ის დოკუმენტაციების მომზადება;
  • სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება;
  • პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადება, ნორმატიული აქტების ცოდნის  გათვალისწინებით . 
  • განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების ანალიზი;
  • დეფექტური აქტების მიხედვით ფორმა 2-ის მომზადება;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან დადარება;
  • შესრულებული სამუშაოების მიხედვით ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველი ტექნიკური მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
  • სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა ( ფინანსური ფუნქციების გათვალისწინებით);


პროფესიული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის  გრძნობა;
  • დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • პროფესიული განვითარების უნარი;
  • საქმის ორგანიზების უნარი;

 

ხელფასი განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე  m.svanidze@bbd.ge  და  გთხოვთ სათაურის  ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა