კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
26 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.

 

კომპანიის შესახებ:

OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.1soft.ge

 

საქმიანობის აღწერა:

კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი, გუნდის მენტორთან ერთად, ჩართულია შემდეგ აქტივობებში:

  •  ERP სისტემების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი
  •  კორპორატიული კლიენტების მოძიება
  •  პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
  •  კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
  •  პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
  •  პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
  •  კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
  •  პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
  •  კორპორატიული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
  •  გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
  •  სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
  •  შიდა ანგარიშგებების მომზადება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  •  გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
  •  MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
  •  უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
  •  გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  •  ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში B2B გაყიდვების მიმართულებით სწავლას, ზრდას და განვითარებას
  •  ERP სისტემების შესწავლას
  •  გაყიდვების ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას
  •  ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს (დისტანციურად ან/და ადგილზე - ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, აქსისის ბიზნეს ცენტრი)
  •  მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
  •  სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
  •  კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად

 

ველით დაინტერესებული პირების რეზიუმეებს CV შემდეგ ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი კორპორატიული გაყიდვების გუნდში.

OneSoft გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ERP ინტეგრაცია