გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჯორჯიან ფიტნეს გრუპი, რომელმაც საერთაშორისო ბრენდის World Class-ს  პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

 

World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 150 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

 

ფუნქცია/ მოვალეობები:

  • შეხვედრა პოტენციურ კლიენტებთან;
  • პოტენციური კლიენტებისათვის კლუბის პრეზენტირება;
  • მომხმარებლის დაინტერესება კლუბის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
  • მონაწილეობის მიღება გასვლით პრეზენტაციებში, კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის ფარგლებში;
  • გაყიდვების პირადი გეგმის შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office).

 

უნარები:

  • გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრეზენტირების უნარი;
  • სასიამოვნო გარეგნობა (სპორტული აღნაგობა ჩაითვლება უპირატესობად).


ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

 

თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე agogua@worldclass.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ  „ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3  წლის განმავლობაში.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი