უმცროსი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1200
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით.

  • კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
  • Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

 

„ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საშუალო დონეზე ფლობა;
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ფლობა;
  • სასურველია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება:
  • Microsoft Dynamics NAV (ნავიჟენი) სისტემაში მუშაობის ან სხვა ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა;
  • წარმოების სფეროში გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მიღებული ზედნადებების გატარება პროგრამულად (ნედლეულის შესყიდვა, საოფისე, სამეურნეო და სხვადასხვა ტიპის მარაგების შესყიდვების აღრიცხვა);
  • ყოველთვიური საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების აღრიცხვა (საოფისე, საკონსულტაციო, ლაბორატორიული, სამეურნეო, საკომუნიკაციო და სხვა);
  • მარაგების ნაშთების ყოველთვიური მონიტორინგი და ჩამოწერა;
  • შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მიღებული ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება/დადასტურება;
  • იმპორტის საბაჟო დეკლარაციებისა და თანმხლები დოკუმენტების გატარება;
  • საწვავის ყიდვა/ჩამოწერასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;
  • მიღებული მომსახურების ხელშეკრულებების გატარება;
  • კომპეტენციის შესაბამისი სხვა დავალებების შესრულება. თვისებები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; საწარმოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლევან ღოღობერიძის 67ბ (ზემო ფონიჭალა).

 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 დან 17:30 საათამდე. დამატებითი სარგებელი: კვება, დაზღვევა.
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „უმცროსი ბუღალტერი"

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე