რეზერვაციების მენეჯერი
გურჯაანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 "კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“    გურჯაანის რ/ნ-ში  მდებარე სასტუმროში ,,ახაშენი ღვინის კურორტი და სპა“  აცხადებს ვაკანსიას „რეზერვაციების მენეჯერი​“  პოზიციაზე.

 

მდებარეობა: კახეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • ჯავშნების განხორციელება;
  • ანგარიშსწორების და სტუმრის დოკუმნეტაციის წარმოება;
  • სასტუმროს სერვისებსა და ტარიფებზე ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრების მონაცემების შემოწმება;
  • სასტუმროს პროგრამაში მუშაობა და  დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
  • ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • სასტუმროს სერვისების გაყიდვაზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2022 წლის 21 დეკემბერი  დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენნი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „რეზერვაციების მენეჯერი“  რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ტურიზმი/გართობის სექტორი
ჯავშნები