გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური
27 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო ნუტრიციოლოგიური კომპანა Farmina-ს წარმომადგენლობა საქართველოში - „ფარმინა საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

ფარმინა გახლავთ იტალიაში დაფუძნებული ნუტრიციოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია შინაური ცხოველების სრული ნუტრიციული კვების საკონსულტაციო და პრემიუმ პროდუქტების წარმოების მიმართულებით. კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე ლიდერ პოზიციას.  

 

ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები მოიცავს: 

  •  მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება; 
  •  პოტენციური პარტნიორების / მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა; 
  •  გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა; 
  •   პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა. 
  •  გაყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება; 
  •   გაყიდვების წარმოება პოტენციურ პარტნიორებთან / კლიენტებთან, შეხვედრებისა და პრეზენტაციების საშუალებით;  

 

აუცილებელი მოთხოვნები:  

  •  მართვის მოწმობის (B კატეგორია); 
  •  საკუთარი ავტომობილი სავალდებულოა; 
  •  MS Office პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა; 
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

 

სამსახურთან დაკავშირებული უნარები: 

  •  შინაურ ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; 
  •  ესმოდეს სამიზნე აუდიტორიის და შეეძლოს სწორი მიდგომის გამოყენება; 
  •  მომხმარებელთან და მომწოდებლებთან სწრაფი ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა; 
  •  ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით პლუსად. 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს და გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქართულ და საერთაშორისო გუნდს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: contact@farmina.ge  
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „გაყიდვების მენეჯერი“. 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი