საბაჟო დეკლარანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
21 ნოე - 21 დეკ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია  ”გებრიუდერ ვაისი” აცხადებს კონკურსს საბაჟო დეკლარანტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

550 წელზე მეტი ისტორიით „გებრიუდერ ვაის“-ი მსოფლიოს უძველესი ლოგისტიკური კომპანიაა და მასთან ერთად, ერთ- ერთი ყველაზე წარმატებულიც. რა არის ჩვენი წარმატების საფუძველი? ჩვენი თანამშრომლები. იმიტომ, რომ მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტ წერტილში მათ თავისუფლებას ვაძლევთ ახალი მიდგომები აღმოაჩინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენ შესანიშნავ კარიერულ შესაძლებლობებს ვქმნით ყველასთვის, ვისაც მოძრაობა და აქტიურობა იტაცებს.

 

პოზიცია: საბაჟო დეკლარანტი

სამუშაო განაკვეთი: სრული,  09:00-18:00

მისამართი: ევროპის ქუჩა. 4, 0198 თბილისი, საქართველო

 

მოვალეობები:

  • განბაჟების პროცედურების ოპერატიულად და ზუსტად წარმოების უზრუნველყოფა;
  • ტვირთების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის გამზადება;
  • საბაჟოზე ტვირთის გაფორმების უზრუნველყოფა;
  • ნებართვებს დაქვემდებარებული ტვირთების კონტროლი;
  • დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
  • შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება);
  • სატრანსპორტო დეპარტამენტთან კონსულტაციის სისტემატურად განხორციელება;
  • საბაჟო ოფისთან მიღებულ სიახლეებთან დაკავშირებული კონტაქტი;
  • დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერთიფიკატები);
  • კლიენტებთან კომუნიკაცია (იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია სრულად არ არის მოწოდებული).

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გუნდურობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაო გამოცდილება საბაჟო მიმართულებით;
  • საბაჟო პროცედურების და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • ASYCUDA სისტემის სრულფასოვანი ცოდნა;
  • MS Office სრულფასოვანი ცოდნა.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საქმიანობის საინტერესო და მრავალფეროვან სფეროს;
  • საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
  • მიმზიდველ სამუშაო პირობებს;
  • თავისუფალ სივრცეს საკუთარი იდეებისთვისა და მათი განხორციელებისთვის.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ველით თქვენს განაცხადს!

 

„შპს „გებრიუდერ ვაისი“ არის დამსაქმებელი, რომელიც უზრუნველყოფს  თანაბარ შესაძლებლობებს და არ ახდენს კანდიდატთა და დასაქმებულთა დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ანუ განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავებას ან გამორიცხვას, ან მისთვის უპირატესობის მინიჭებას  რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,  შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. კანდიდატთა შერჩევის, წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე კანდიდატთა (პირთა) შორის განსხვავება მოხდება მხოლოდ კონკრეტული საქმის შესასრულებლად საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: შპს.გებირიუდერ ვაის, ევროპის ქ. 4,

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საბაჟო