ბუღალტრის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
21 ნოე - 21 დეკ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია  ”გებრიუდერ ვაისი” აცხადებს კონკურსს ბუღალტრის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე. 

550 წელზე მეტი ისტორიით „გებრიუდერ ვაის“-ი მსოფლიოს უძველესი ლოგისტიკური კომპანიაა და მასთან ერთად, ერთ- ერთი ყველაზე წარმატებულიც. რა არის ჩვენი წარმატების საფუძველი? ჩვენი თანამშრომლები. იმიტომ, რომ მსოფლიოს მასშტაბით 180-ზე მეტ წერტილში მათ თავისუფლებას ვაძლევთ ახალი მიდგომები აღმოაჩინონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ მომავლის ჩამოყალიბებაში. ჩვენ შესანიშნავ კარიერულ შესაძლებლობებს ვქმნით ყველასთვის, ვისაც მოძრაობა და აქტიურობა იტაცებს. 

პოზიცია: ბუღალტრის თანაშემწე, 

სამუშაო განაკვეთი: სრული,  09:00-18:00. 

მისამართი: ევროპის ქუჩა. 4, 0198 თბილისი, საქართველო.

ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის მიმდინარე ადგილობრივი შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში; 
  • ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების წარმოება და მათი აღრიცხვა; 
  • კომპანიის მიერ მიღებული, გაცემული პირველადი დოკუმენტების სრულყოფილების და სისწორის უზრუნველყოფა; 
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი; 
  • კომპანიის დებიტორ -კრედიტორებთან შედარებების წარმოება; 
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა; 
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით. 

 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა; 
  • უმაღლესი  განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/აუდიტი); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე  მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა; 
  • ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია SAP); 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად); 
  • სამუშაო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. 

 

ჩვენ გთავაზობთ:    

  • საქმიანობის საინტერესო და მრავალფეროვან  სფეროს;  
  • საერთაშორისო სამუშაო გარემოს; 
  • მიმზიდველ სამუშაო პირობებს, ასევე ბენეფიტებს;  
  • თავისუფალ სივრცეს საკუთარი იდეებისთვის და მათი განხორციელებისთვის. 

 

ველით თქვენს განაცხადს!  

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

 

„შპს „გებრიუდერ ვაისი“ არის დამსაქმებელი, რომელიც უზრუნველყოფს  თანაბარ შესაძლებლობებს და არ ახდენს კანდიდატთა და დასაქმებულთა დისკრიმინაციას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ანუ განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავებას ან გამორიცხვას, ან მისთვის უპირატესობის მინიჭებას  რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის,  შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. კანდიდატთა შერჩევის, წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო ურთიერთობის ეტაპზე კანდიდატთა (პირთა) შორის განსხვავება მოხდება მხოლოდ კონკრეტული საქმის შესასრულებლად საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით. 

 

 

 

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტრის თანაშემწე