ბუღალტერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
21 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.
კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული საინტერესო და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:

  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • უფასო კვება;
  • FitPass.


ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
  • სალარო, საბანკო და სხვა ოპერაციების დამუშავება;
  • დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;

ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (პოზიციის ფარგლებში).

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C -ში მუშაობის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
  • დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 1 წლის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს);
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შრომისმოყვარე;
  • ორგანიზებული;
  • კეთილსინდისიერი;
  • ენერგიული;
  • კომუნიკაბელური.


ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)