ქიმიკოსის ასისტენტი სოფელ საგურამოში
მცხეთა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
01 დეკ - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის ასისტენტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფელი საგურამო

განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  დადგენილი ქიმური კონტროლის გეგემის მიხედვით ანალიზების შესრულება. განხორციელებული ანალიზების მიხედვით პროცესების მართვა სტანდარტული პროდუქციის მიღების მიზნით
  •  ახალი რეცეპტების მიხედვით სასმელის დამზადება და დეგუსტაციების განხორციელება
  •  ხსნარების დამზადება და აპარატურის რეცხვა;
  •  კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ქიმიის ან კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  •  ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
  •  MS Office (Word, Excel, PowerPoint, Publisher, SharePoint, Teams, Outlook);

 

პიროვნული მახასიათებლები:

  •  დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  •  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

სამუშაო პირობები:

  •  ტრანსპორტირება;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  კვება

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 21 დეკემბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.

მეცნიერება/განათლება
ბიოლოგიური/ქიმიური კვლევა
სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვების ტექნოლოგი (Q&A)