პრისეილერი/სტაჟირება
თბილისი, მცხეთა
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
01 დეკ - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს სტაჟირებას პრისეილერის პოზიციაზე

 

სამუშაო ადგილი: მცხეთა/თბილისი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

 

კომპანია "ზედაზენი 2012" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად  ადამიანურ კაპიტალს მიიჩნევს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საწვავით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელში და არსებულ ობიექტებში ვიზიტები, შეკვეთების მიღება და გადაგზავნა;
  • სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიების გატარება;
  • გაყიდვების და მოგების გაუმჯობესებისთვის საჭირო მოლაპარაკებების წარმოება ადგილზე;
  • ქსელში ინვენტარის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • დავალიანების კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • მართვის მოწმობა

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელური
  • ყურადღებიანი, დაკვირვებული და არაკონფლიქტური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალური და მოწესრიგებული
  • შედეგზე ორიენტირებული

 

დამატებითი მოთხოვნა:

  • საკუთარი ავტომანქანა


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge-ზე. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2022 წლის 21 დეკემბერამდე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.

გაყიდვები
პრისელერი