ბარმენი/მიქსოლოჯი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 21 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო "Unfound Door" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე.

 

მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია. ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია 

 

Unfound Door Hotel აცხადებს ვაკანსიას ბარმენი/მიქსოლოჯის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
  •  სასტუმრო „Unfound Door“-ის დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
  •  ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
  •  გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
  •  სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
  • სასტუმროში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
  • კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა და სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  •  აუცილებელია მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
  •  თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
  •  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  •  აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.


 

პიროვნული თვისებები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  •  სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
  •  კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  •  მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  •  პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  •  დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

 


დამატებით დეტალებზე ადგილზე მოხდება გასაუბრება.
 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
  •  მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  •  ხელფასი: 1000-დან 1500 ლარამდე

 

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

 

Instagram Page: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link

Facebook Page: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/

Web Page: https://www.unfounddoor.ge/

 

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი