დღის ცვლის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
26 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე, 21 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "Silver 39 Corner Hotel" აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
 
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (2 დღე მუშაობა 2 დღე-ღამე დასვენება. სამუშაო საათები: 09:00 – 21:00) 

ანაზღაურება: 700 ლარი. 

 

მიმღების თანამშრომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: 

  •  სტუმრის მიღება და რეგისტრაციის პროცედურის წარმართვა 
  •  სტუმრის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში ასახვა 
  •  სტუმრის მიერ გადასახდელი/გადახდილი თანხების აღრიცხვა და გადახდების მუდმივი კონტროლი 
  •  შემომავალ ზარებზე პასუხი და ზარის გადამისამართება 
  •  სასტუმროს ფასების და მომსახურების შესახებ სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება 
  •  სტუმრის ბარათის შემოწმება პრეავტორიზაციისთვის 
  •  ელექტრონული გასაღების რეგისტრაცია/გაუქმება 
  •  გაყიდული და გასაყიდი ოთახების მართვა პროგრამაში 
  •  სერვისთან დაკავშირებული, სტუმრის ყველა მოთხოვნის უზრუნველყოფა 
  •  დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება Check-in და Check-out -ზე; 
  •  დასუფთავების დეპარტამენტის ინფორმირება მასზედ, რომ ნომერი გათავისუფლდა და საჭიროებს დალაგებას 
  •  მიმღების სივრცის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი 
  •  სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მითითებების შესრულება 

 
მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს: 

  •  უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა 
  •  აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 6 თვე) 
  •  სასურველია პროგრამა ,,FIDELIO’’ს ცოდნა 
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  •  სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი 
  •  გუნდური მუშაობის უნარი 

 
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hotel@silver39.ge  გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)