ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
21 ნოე - 21 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..) 

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ, წისქვილი ჯგუფში  გვაქვს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიცია.  

ლოკაცია: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 99 

გრაფიკი: 24 საათიანი ცვლები, 3 დღეში ერთხელ 

ანაზღაურება: 1200 ლარი 

 

მოვალეობები: 

  • სივრცის მეთვალყურეობა ვიდეო-კამერების მეშვეობით; 
  • არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებისა და სხვა ნებისმიერი სახის ზარალის დადგომის აღკვეთა; 
  • ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება; 
  • დარღვევების შესახებ რეპორტის მომზადება.  

 

მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა.  

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

გისურვებთ წარმატებებს! 

უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი