კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
გლობალ ასისტანს საქართველო
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია გლობალ ასისტანს საქართველო აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

 

კომპანია „გლობალ ასისტანს საქართველო“ მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტო მომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

 

პასუხისმგებლობები:

  •  შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
  •  კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
  •  სპეციალურ პროგრამასთან მუშაობა;
  •  სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  სასაუბრო და წერა-კითხვის ცოდნა ინგლისურ და რუსულ ენებში;
  •  კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  •  დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონტაქტ ცენტრის ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 დეკემბერი.

შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი