ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე. 

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სერვისში არსებული პროცესების პროგრამული ასახვა; 
  • სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინფორმაციის პროგრამული აღრიცხვა; 
  • დებიტორული და კრედიტორული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; 
  • ფინანსური ნაშთების კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა; 
  • ფინანსური ზედნადებების გამოწერა; 
  • შემოსავლების სამსახურის სისტემასთან მუშაობა; 
  • სხვადასხვა განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მიწოდება შესაბამისი საშუალებებით; 
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად; 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება;  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და ფინანსური საკითხების ცოდნა; 
  • Excel-ის ფლობა მაღალ დონეზე და მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS Office); 

 

 

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge 
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერ-ოპერატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 დეკემბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.  

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/ 

 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი