ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 დეკ - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს “მოდერნ ბიზნეს სოლუშენ” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა ჭკვიანი, გამოცდილი ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდური სამუშაო  პროცესის ჩამოყალიბება კომპანიაში.  

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-18:00 სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობება

  • ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
  • მომსახურების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი ანგარიშსწორების კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში);
  • ორგანიზაციის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა, კომპანიაში მოქმედი წესების, აღრიცხვის ადგილობრივი მარეგულირებლების მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • ყოველთვიური / წლიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
  • საგადასახადო, მარეგულირებელ ორგანოებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა;
  • პროგრამაში ყოველდღიური ინფორმაციის შეყვანა / დამუშავება;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება / დახარისხება;
  • RS.GE-ზე მიღებული / გაწერილი  სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურება / ატვირთვა;  
  • დაკისრებული მოვალეობის ფარგლებში კომპანიის საბუღალტრო პროგრამაში შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვა დავალებების შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მისაღებია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 1 - 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სავალდებულოა ბუღალტრული პროგრამების (ორისის ან/და 1 C - ერთ-ერთი პროგრამის მაინც) საფუძვლიანი ცოდნა;

 

უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი და დროის მენეჯმენტი;
  • პრობლემის გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები; კონფიდენციალურობის დაცვა; 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები;

 

ენები

  • ქართული სრულყოფილად;
  • ინგლისური და რუსული B1 დონეზე.

 

პროგრამები

  • Word, Excel, Outlook (განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა)

 

რას გთავაზობთ    ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ, მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, სტაბილურ სამუშაო გრაფიკსა და დასაქმებულთა განვითარებაზე ორიენტირებულ მენეჯმენტს. ჩვენთან თანამშრომლობა იქნება უდიდესი გამოცდილება თქვენი კარიერის ისტორიაში. 

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: mbsolutions.hr@gmail.com

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი,
ბუღალტერ - აღმრიცხველი
მსგავსი განცხადებები
მცხეთა, სხვა