სოციალური მედიის მენეჯერი
კასპი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანიის შესახებ
შპს ,,მოდერნ ბიზნეს სოლუშენ აცხადებს ვაკანსიას  სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის მთავარი ღირებულებაა ჭკვიანი, გამოცდილი ახალგაზრდა პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდური სამუშაო  პროცესის ჩამოყალიბება კომპანიაში.  

 

სამუშაო ადგილი    კასპი
სამუშაო გრაფიკი:    ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (10:00-18:00 სთ)
ანაზღაურება:     1000 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის სოციალური მედია პლატფორმების მართვა;
  • ყოველთვიური კონტენტ გეგმის შემუშავება კომუნიკაციების გუნდთან ერთად;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • მარკეტინგის მენეჯერთან ერთად სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
  • გაშვებული სარეკლამო კამპანიის ანალიტიკა და რეპორტინგი.
  • სარეკლამო განცხადებების დაწერა (Copywriting), როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე;
  • სოციალურ მედია არხებში სამიზნე აუდიტორიის შექმნა, სარეკლამო ბიუჯეტის განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • ახალი ტექნოლოგიების და აუდიტორიული ტენდენციების მომენტალურად ათვისება;
  • კომპანიის ვებ-გვერდის სამართავ პანელში მუშაობა და ცვლილებების შეტანა;
  • ციფრული არხების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
  • საკონსულტაციო პროექტების საბოლოო დოკუმენტების შეკვრა და ბრენდირება.
  • სოც-მედია მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი).
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ბაზის სტრუქტურირება, შევსება და განახლება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები    

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;

 

უნარები

  • გამართული (სასურველია შემოქმედებითი) წერის უნარი (Copywriting)
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

 

ენები

  • ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)

 

პროგრამები

  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator) სამომხმარებლო დონეზე;

 

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:  hr@mbsolutions.ge

გისურვებთ წარმატებებს!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
The company
თბილისი