უძრავი ქონების გაყიდვების ჯგუფის უფროსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
26 ნოე - 21 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული კომპანიის უძრავი ქონების გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე თბილისში.

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი _ 11:00-დან 19:00-მდე, შაბათი _ 11:00-დან 16:00-მდე 
ანაზღაურება: ფიქსირებული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად + ბონუსი გაყიდვებიდან;

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების ჯგუფის მართვა. სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება. შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; მარკეტინგული გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
  • მარკეტინგული გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სხვა სამუშაო ჯგუფებთან ეფექტური კომუნიკაცია: 
  • კომპანიაში კლიენტების მომსახურების შესახებ დადგენილი სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
  • კლიენტთა მონაცემთა ბაზების წარმოება/კონტროლი;
  • მენეჯმენტისათვის ჯგუფის საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სოციალური მედიის მართვის მიმართულებით გამოცდილება; 

 

სხვა მოთხოვნები:

  • გუნდის მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • სისხარტე მუშაობაში;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტების არიდების უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

 

გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელმისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ: უძრავი ქონების გაყიდვების ჯგუფის უფროსი

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
უძრავი ქონება
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების აგენტი