სერვის ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 21 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან. 

 

კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას სერვის ცენტრის ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისი  

განაკვეთი: სრული. 

 

მოვალეობები: 

  • მომხმარებლების საჭიროების მიხედვით მათთვის საინტერესო ინფორმაციის დროული და ამომწურავი მიწოდების უზრუნველყოფა; 
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; 
  • მიღებული ნივთების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის გაფორმება; 
  • მიღებული ნივთების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დროულად გადამისამართება; 
  • გასაცემი ნივთის სტანდარტების დაცვით გაცემის უზრუნველყოფა; 
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისაგან მიღებული უკუკავშირის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების საშუალო დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა  (MS Office); 

 

საქმიანი თვისებები: 

  • გამართული წერითი და ვერბალური კომინიკაცია; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად განაწილების უნსარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@alta.com.ge 2022 წლის 20 დეკემბრამდე 

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. 

გაყიდვები
ელექტრონიკა, ტექნიკა,
საცალო კლიენტთა მომსახურება