კრედიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
21 ნოე - 03 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჩვენ ვემსახურებით ყველაზე მთავარს  - ჯანმრთელ სიცოცხლეს! 

„იმედი L“ ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიაა, რომელიც ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის - „Georgia Healthcare Group (GHG)“-ის წევრია.  

განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან. 

„იმედი L“-ში დასაქმება  გულისხმობს  სტაბილურობას, სიახლეებს და  ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ  გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ! 

 

„იმედი L“  აცხადებს ვაკანსიას კრედიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, ანნა პოლიტკოვსკაიას #9 

სამუშაო საათები:  ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; 
  • ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს; 
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას; 
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს. 

 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • პროვაიდერ კლინიკებთან არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ყოველთვიური რეპორტის მომზადება და შესაბამის ბუღალტრულ მონაცემებთან დადარება; 
  • ფინანსური ვალდებულებების გადარიცხვის ვადებთან დაკავშირებული კომუნიკაცია და გადასარიცხი თანხების პროგრამული ასახვა; 
  • პროვაიდერ კლინიკებთან არსებული დავალიანების შესახებ შედარების აქტების მომზადება/გაფორმება; 
  • თვის დახურვის პროცესში ჩართულობა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • ფინანსურ სფეროში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი სტანდარტების ცოდნა; 
  • საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; 
  • MS Office პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (პრიორიტეტულია Excel). 

 

აუცილებელი უნარები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge;  გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2022 წელი. 

 

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 

 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

ბუღალტერია/ფინანსები
კრედიტების კონტროლი