ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
23 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში 

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

კომპანია "ციტადელის“ ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების ტექნიკების შესწავლა; 
  • ბაზრის კვლევასა და ანალიზში მონაწილეობა; 
  • ასორტიმენტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა; 
  • ძირითადი მოთხოვნები: 
  •  ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური  ენების კარგად ცოდნა 

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები 

  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორაგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული; 

 
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე (გრაფიკი: 09:00 სთ – 18:00 სთ); 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. 

 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 
 

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)