ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
18 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტის ეფექტიანობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, პროცესების ანალიზი, გამართვა და საჭიროების შემთხვევაში, სტანდარტების განახლება
  • კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის კოორდინაცია და მართვა
  • საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და უზრუნველყოფა მიწოდების განყოფილების უფროსთან ერთად
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა
  • ავტომობილების მოძრაობის კოორდინირება და გადაადგილების მუდმივი კონტროლი, GPRS სისტემის მეშვეობით
  • მომარაგება-მიწოდების პროცესებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა
  • სასაწყობე მარაგებისა და საოპერაციო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ, პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან 
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება

 

გამოცდილება:

  •  სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  •  სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

 

ცოდნა:

  •  უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით
  •  საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა MS Excel

 

ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 სთ-დან 18:30 სთ. შესვენება დღეში 1 საათი.

 

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge

თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
მსგავსი განცხადებები
თბილისი