ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 1000
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
28 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ვივო მედიქალ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. 

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა. 

ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა. 

“Vivo Medical Group”-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. 

ამჯერად, გუნდში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს: 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფრაისინგის პროცესში მონაწილეობა; 
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა; 
  • სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების წარმოება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ფინანსების მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სავალდებულოა MS Excel-ის ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა - B1. 

 

პიროვნული თვისებები და უნარები: 

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. 

 

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას N 1 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 დან - 18:30 მდე. 

ანაზღაურება: 800 - 1000 ლარი (Net) 

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ფინანსური ანალიტიკოსი” 

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 
 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსური ანალიტიკოსი