ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1800
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
28 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვივო მედიქალ გრუპი  აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე 

2016 წელს სამედიცინო ცენტრების გაერთიანება“Vivo Medical Group” დაფუძნდა. ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ  მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო , ჟორდანიას კლინიკა. 

ჯგუფის ქვეშ გაერთიანებულ კლინიკებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2000 ადამიანამდეა. 

“Vivo Medical Group”-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას, შემდგომ კი ზრუნვას მათ კარიერულ განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. 

ამჯერად, გუნდში ვეძებთ ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტს: 

 

ფუნქცია/მოვალეობები: 

  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; 
  • ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის ბიუჯეტირების პროცესის მონიტორინგი; 
  • ფინანსური მონაცემების ანალიზი და ანალიტიკური რეპორტების მომზადება; 
  • წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესში ჩართულობა; 
  • ფინანსური პერიოდის დახურვაში მონაწილეობა; 
  • აუდიტის პროცესში ჩართულობა; 
  • სპეციალური რეპორტების მომზადება მენეჯმენტთან წარსადგენად. 

 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით - კონცენტრაცია ფინანსები; 
  • სასურველია არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეპორტინგის, ანალიზის, და/ან აუდიტის მიმართულებით; 
  • კონსოლიდირებული ფინანასური ანგარიშგების მომზადების გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესობად; 
  • IFRS სტანდარტების ცოდნა; 
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • Microsoft PowerPoint -ის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსური აუდიტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად. 
     

მდებარეობა: დიღომი, ლუბლიანას 15ა 

სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ. 09:30-18:30 

ანაზღაურება: 1500 – 1800 ლარი (Net), განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 

 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი“.  

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
ფინანსები(ზოგადი)