მოლარე
მარნეული
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ერთ წელზე ნაკლები
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე მარნეულში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
  • ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
  • ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
  • ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
  • მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
  • Word, Excel-ის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი - სრული;
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 18 დეკემბერი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე მარნეული“.დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.

გაყიდვები
მოლარე