რითეილ გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას რითეილ გაყიდვების რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული ფილიალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
  • ფილიალებში მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტიმულირება;
  • პროცესების და პროცედურების მიხედვით ფილიალების საქმიანობის კონტროლი,  პროცესების პერიოდული გადახედვა და გაუმჯობესების მიზნით ცვლილებებზე რეკომენდაციები;
  • ფილიალებისთვის გეგმების დადგენაში მონაწილეობა, თანამშრომლებისთვის გაცნობის უზრუნველყოფა და შესრულების მუდმივი კონტროლი;
  • ფილიალების მხარდაჭერა პრობლემების დროულად აღმოფხვრის მიზნით;
  • ბაზრის მონიტორინგის და კონკურენტების კვლევის ხელშეწყობა;
  • ასორტიმენტის და ნაშთების კონტროლის უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა ღონისძიებებში (მათ შორის მარკეტინგული) ფილიალების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • საგამოფენო დარბაზებში სივრცის სწორად ორგანიზება;
  • მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ორგანიზება-მონიტორინგი;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლებების ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

 

სასურველი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული;
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 18 დეკმებერი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge  და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ  „რითეილ გაყიდვების რეგიონალური მენეჯერი“  დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

TOP მენეჯმენტი
რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი