მოლარე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე თბილისში. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა; 
  • ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა; 
  • ფულის უსაფრთხოდ შენახვა; 
  • ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან; 
  • მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;  
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება. 


ძირითადი მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება; 
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე; 
  • Word, Excel-ის ცოდნა. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • თავაზიანობა; 
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

დამატებითი ინფორმაცია:  

სამუშაო გრაფიკი - სრული; 

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2022 წლის 18 დეკემბერი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე თბილისი“. 

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.  

გაყიდვები
მოლარე