სერვის ადმინისტრატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 550 - 550
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას  სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე ქ. ბათუმი.  

ანაზღაურება - 400 ლარი. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ: 

  • მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება; 
  • პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება; 
  • საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა. 
  • მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას; 
  • მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება; 
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას; 
  • ქართული ენის  ცოდნა; 
  • რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე  
  • MS პროგრამების ცოდნა. 

 

უნარ–ჩვევები: 

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; 
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გამართულად მეტყველება; 
  • გუნდური მუშაობა. 

 

კანდიდატთა შერჩევა: 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს: 

  • ინდივიდუალური გასაუბრება; 
  • მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ  ვაკანსიის დასახელება - სერვის ადმინისტრატორი - ბათუმში. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 21.12.2022 

 

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი