სერვის ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 550 - 550
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:00 – 17:00, შაბათი 10:00 – 14:00;

ანაზღაურება - 550 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  სერვისცენტრის მომხმარებლების მომსახურება, კერძოდ:
  •  მომხმარებელთა მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  •  პროდუქტებსა და მომსახურებაზე ინფორმაციის მიწოდება;
  •  საფოსტო ბარათების, მარკებისა და კონვერტების გაყიდვა.
  •  მომხმარებელთა კონსულტაცია გზავნილის დამისამართებასა და თანმხლები დოკუმენტების შევსებისას.
  •  მომხმარებლებისაგან სხვადასხვა ტიპის განცხადებების მიღება;
  •  მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  სასურველია 3 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
  •  ქართული ენის ცოდნა;
  •  ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  •  MS პროგრამების ცოდნა;

 

უნარ–ჩვევები:

  •  სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  •  მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  გამართულად მეტყველება;
  •  გუნდური მუშაობა.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  •  გასაუბრება;
  •  მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.12.2022

ადმინისტრაცია
მონაცემთა დამუშავების ოპერატორი