IT პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური
18 ნოე - დღეს
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ახალი ლიბერთი - ახალი ცხოვრებისთვის!ვაცხადებთ ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის ცოდნა;
  • გამოცდილება IT პროექტების მართვასა და განხორციელებაში;
  • Agile (Scrum და Kanban) მეთოდოლოგიით გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სასურველია ბანკში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Jira და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
  • MS Office-ის პროდუქტებით მუშაობის გამოცდილება.

 

სამუშაო ფუნქცია მოვალეობები:

  • პროექტის რისკების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
  • დაგეგმილი სამუშაოს შეთანხმებულ ვადაში დასრულების მონიტორინგი;
  • პროექტის მსვლელობისას ამოცანების შესრულების, როგორც შუალედური, ისე საბოლოო ვადების დაცვა;
  • IT-ის სამუშაო გუნდსა და დავალების ინიციატორს შორის კორდინაციის გაწევა;
  • მიმდინარე პროექტების რეპორტების გაკეთება;
  • გუნდის ან შიდა გუნდების სუსტი და ძლიერი მხარეების იდენტიფიცირება და მაჩვენებლების მუდმივი გაუმჯობესება;
  • გუნდის წევრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შორის სწორი და დროული კომუნიკაცია;
  • დაფიქსირებული ინციდენტების/პრობლემების მართვა;
  • პროექტთან დაკავშირებული ცვლილებების მენეჯმენტი.

 

პროფესიული და პიროვნული უნარები

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარები (მათ შორის ერთდროულად რამოდენიმე პროექტის ფარგლებში);
  • მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის უნარი;
  • მოტივირებული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ინიციატივების გამოჩენა სიახლეების დანერგვის კუთხით (მათ შორის სამუშაო გარემოს და პროცესების გაუმჯობესების მიზნით);
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

 

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2022 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT პროექტების მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი