კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 700 - 700+ ბონუსი
  • ერთ წელზე ნაკლები
18 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.

 

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

 

სამუშაო აღწერილობა:

  •  მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
  •  კომპანიაში არსებული პოდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის შეთავაზება და პოპულარიცაზია;
  •  ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;

 

მოთხოვნები:

  •  გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ;
  •  მომსახურების სტანდარტების დაცვა.
  •  პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დარწმუნების უნარი;
  •  კომუნიკაბელური და გუნდური
  •  შედეგზე ორიენტირებული;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი.

 

პირობები:

 სამუშაო გრაფიკი:

  •  კახეთის გზატკეცილის ფილიალი : 3 დღიანი ცვლა (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება); სამუშაო საათები: 09:30 - 21:30 სთ; ან 10:00 - 22:00
  •  რ. აგლაძის ფილიალი : კვირაში 2 დღე დასვენება; სამუშაო საათები: 09:00 - 19:00 სთ;
  •  ანაზღაურება : 700 ლარი + ბონუსი;
  •  უფასო კვება

 

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge

გისურვებთ წარმატებებს.

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?