ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური
18 ნოე - 17 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე. 

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.  

 

გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს  ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 

ოფისის მისამართი: ილია ბაბუციძის ქ. #14, ქ.თბილისი. 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი. 

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პასუხისმგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე გაყიდვების პოტენციალის შეფასება; 
  • კონკურენტთა სტრუქტურის, საქმიანობის პრინციპების, არხების დაფარვის ხერხების კვლევა; 
  • გაყიდვების თანამედროვე არხში (MT) გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბება; 
  • ტოპ კლიენტების მიხედვით გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; 
  • ქსელებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება; კომპანიასა და კონტრაგენტებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობების დაცვის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავება სახელშეკრულებო პირობების შეცვლასთან დაკავშირებით; 
  • გაყიდვების გეგმის შესრულების დინამიკის ანალიზი; ბიზნეს-გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში წინადადების შემუშავება მაკორექტირებელი ზომების შემოღებისათვის და ამ ზომების რეალიზება გაყიდვების გეგმის შესრულების მიზნით; 
  • ტერიტორიის რეგულარული აუდიტი (პროდუქციის განლაგების სტანდარტების შესრულება, სავაჭრო მოწყობილობის განთავსება, სარეკლამო მასალების განთავსება, პრომო აქტივობების ჩატარების გეგმის შესრულება და სხვ.); 
  • კომპანიის პოლიტიკისა და სტანდარტების დანერგვა და დაცვა ქსელურ ტოპ ობიექტზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; 
  • რეგულარული უკუკავშირი ხელმძღვანელობასთან და კლიენტებთან; 
  • MT არხში მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარების კონტროლი და ანალიზი; 
  • კონკურენტების სარეკლამო და სავაჭრო მარკეტინგის იდენტიფიცირება, კონტროლი და შეფასება; 
  • ახალი კონტრაქტორების მოძიება, გეგმების შემუშავება და თანამშრომლობა. 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • TOP-10 ქსელებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე; 
  • წარმატებული მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება დიდი ქსელების საკვანძო პირებთან; 
  • МТ ბაზრის თავისებურებებისა და გაყიდვების მოცემულ არხში წარმოდგენილი კლიენტების  სპეციფიკის ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • MS Office სტანდარტული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის და PowerPoint-ის პროგრამები; 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ გთავაზობთ:  

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას; 
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების და საბონუსე სისტემას; 
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს; 
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას; 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ: 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე : tbs.work@ids-borjomi.com  (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ Key Account Manager /ქსელურ კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი”  გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.  

 

შერჩევის ეტაპები: 

  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან 
  • შეხვედრა ამყვან მენეჯერთან 
  • კონკრეტული დავალების შესრულება/პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა).ს 

გისურვებთ წარმატებებს. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი