უმცროსი ბრენდ მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მივლინება
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
დღეს - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს ტერიტორიაზე. 

ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.  

მარკეტინგის განყოფილებაში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე 

 

ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ბიძინა კვერნაძის # 10  

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 (ერთი საათი შესვენება); შესაძლებელია პერიოდულად დისტანციურად მუშაობა 

ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი/ყოველწლიური ბონუსი 

  

ძირითადი მოვალეობები: 

  • ბრენდის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა და საჭირო მასალების მომზადება; 
  • კომპანიის საფირმო სტილზე მუშაობა და სტილის გამოყენებასთან დაკავშირებით მარკენტინგული კონტროლი; 
  • კომპანიის პროდუქტის რეკლამირებისთვის არჩეული სტრატეგიის ჯეროვანი შესრულების კონტროლი; 
  • მარკეტინგული პროგრამების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება; 
  • წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრა; ბაზარზე პროდუქციის ასორტიმენტის შემცირება/გაზრდაზე რეკომენდაციების მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელისთვის; 
  • რეკლამისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან; 
  • დადგენილი ბიუჯეტის მკაცრი კონტროლი, ცვლილებების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირება; 
  • მიმდინარე პროექტებიში ჩართულობა; 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2  წლიანი გამოცდილება; 
  • სასურველია მარკეტინგული კვლევების წარმოების გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ხარისხი); 
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების საქმიანი მიმოწერის დამოუკიდებლად საწარმოებლად და ზეპირი ურთიერთობისათვის საკმარის დონეზე ცონდნა; 
  • MS Office (word, excel, power point, outlook)პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • მარკეტინგული პროექტების/აქტივობების  დაგეგმვა-შესრულებლის კონტროლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; 
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ჩატარების უნარ-ჩვევები; 

 

პიროვნული უნარები: 

  • აზრის მარტივად და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

ჩვენ რას გთავაზობთ:  

  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას 
  • სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას 
  • კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს 
  • საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას 

 

როგორ დაგვიკავშირდეთ: 

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbs.work@ids-borjomi.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - უმცროსი ბრენდ მენეჯერი

 

შერჩევის ეტაპები: 

  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ეიჩართან და ამყვან მენეჯერთან 
  • კონკრეტული დავალების შესრულება/პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.  

გისურვებთ წარმატებებს. 

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი