შესყიდვების მენეჯერი
ბაკურიანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
18 ნოე - 05 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს 9 მიმდინარე პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

  •  შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  •  განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჯერად, 134 ნომრიან, ახალაშენებულ აპარტსასტუმრო „დიალოგ კოხტა აპარტს“-ში ვეძებთ შესყიდვების მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის დაგეგმვა და მართვა;
  •  დაკვეთის/მოთხოვნის მიღება და დამუშავება (სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან);
  •  დაკვეთის/მოთხოვნის მიხედვით, ინფორმაციის მოძიება პროდუქციის (საკვები პროდუქტი/სარეცხი და საწმედი საშუალება/მომსახურება და სხვ.) შესახებ, ბაზრის კვლევა, კონკურენტების ფასის, ხარისხის შედარება, მომწოდებლებთან პირობების დაზუსტება, სახელშეკრულებო პირობებზე მოლაპარაკება და შესყიდვა;
  •  შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში, მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
  •  შესყიდული პროდუქციის დასაწყობება, შენახვა და მარაგების სათანადო როტაცია საწყობებში, მაცივრებში, საოპერაციო საქმიანობაში;
  •  რეგულარული ინვენტარიზაცია და შესყიდვების/მარაგების ბაზაში შეტანა;
  •  მარაგების მუდმივი მონიტორინგი და მართვა;
  •  შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და შენახვა;
  •  ბუღალტერიასთან თანამშრომლობა და ანგარიშგება;
  •  შესყიდვების პერიოდული რეპორტების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  •  შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  აუცილებელია - ადგილობრივი შესყიდვების წარმოების გამოცდილება;
  •  სასურველია სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
  •  აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

ჩვენ კი გთავაზობთ:

  •  პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  •  მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  •  ბაკურიანში ყოფნისას, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, ბინაში განთავსებასა და კვებას;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
  •  ულიმიტო სასაუბრო დროს;
  •  სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, 4 დეკემბრის ჩათვლით, მეილზე: hr@hpm.ge

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება მეილის სათაურში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი