ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
23 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.  

 სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი. 

პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს ტერმინალების აწყობა/დაშლა, შეკეთება და პროგრამულად გამართვა. 

 

რას გააკეთებ: 

  • ჩაერთვები ტერმინალების აწყობა და დაშლის სამუშაოების პროცესში; 
  • ჩართული იქნები ტერმინალების ქსელში გატანა, დაბრუნება და ამოცვლის პროცესში; 
  • ჩაატარებ ტერმინალზე პროფილაქტიკურ/გაწმენდით სამუშაოებს; 
  • პასუხისმგებელი იქნები ტექნიკური ხარვეზების  აღმოჩენასა და მათზე დროულ რეაგირებაზე. 

 

აუცილებელია/სასურველია გქონდეს: 

  • უმაღლესი/საშუალო  განათლება; 
  • სასურველია კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ტექნიკოსად მუშაობის გამოცდილება. 

 

უნარები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაოს ორგანიზება. 

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.  

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 303 308. 

 

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება