სტაჟირება IT პროექტების მართვის მიმართულებით
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
23 ნოე - 18 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: 0322 303 308

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები.

უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.  

 სს "ოპპა"  აცხადებს  სტაჟირებას IT პროექტების მართვის მიმართულებით. 

სტრუქტურული ერთეული: პროექტების ანალიტიკისა და მართვის განყოფილება. 

პოზიციის  მიზანია, პოზიციის მიზანია სტაჟიორისათვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება IT პროექტების მართვის მიმართულებით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ოპპას გუნდში გაწევრიანების შესაძლებლობა. 

  

რას გააკეთებ:  

  • ძირითად პროექტ მენეჯერთან ერთად მონაწილეობას მიიღებ შემდეგ საქმიანობებში: 
  • პროექტის მიზნების ჩაშლა ქვე-მიზნებად და შესასრულებელ თასქებად, თასქების გაწერა თასქ-მენეჯმენტს სისტემაში, შესაბამისი რესურსების მიმაგრება; 
  • პროექტის დავალებების გრაფიკის შედგენა; 
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, ცვლილებების ასახვა პროექტის გრაფიკზე; 
  • შეხვედრების დაგეგმვა და ფასილიტაცია; 
  • პროექტის რისების იდენტიფიკაცია; 
  • პროექტის სტატუსის პერიოდული რეპორტინგი დაინტერესებულ მხარეებთან; 
  • დამკვეთისათვის პროექტის ჩაბარებასთან დაკავშირებული საქმიანობების წარმოება.  

 

მნიშვნელოვანია იყო: 

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით. 

 

მნიშვნელოვანია გქონდეს/იყო: 

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური  და კრიტიკული აზროვნების უნარი; 
  • იყო დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გქონდეს კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • საძიებო სისტემებში ინფორმაციის ეფექტურად მოძიების უნარი; 
  • იყო განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • იყო ორგანიზებული; 
  • გქონდეს დროის ეფექტური მართვის უნარი. 

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.  

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 303 308. 

  

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT პროექტების მენეჯმენტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი