სასტუმროს მენეჯერი/ბუღალტერი სოფელ შილდაში
ყვარელი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
18 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს შალოშვილის მარანი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: სასტუმროს მენეჯერი/ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი შილდა.

გრაფიკი: სრული განაკვეთი

 

სასტუმროს მენეჯერი

კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელსა და კვებას.

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  •  სასტუმროს ეფექტური მართვა;
  •  მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  •  სტუმრების მიღება, განთავსებისა და გაცილების პროცედურების კონტროლი;
  •  სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა;
  •  სამუშაო პერსონალის მართვა;
  •  სასტუმროს პოპულარიზაცია, სოციალური არხების მართვა;
  •  სასტუმროსთვის საჭირო მარაგების შეძენა/კონტროლი;
  •  არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა;
  •  უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება
  •  (სასტუმროს/რესტორნის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
  •  აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  •  საოფისე და ჯავშნების მიმღები პროგრამების ცოდნა;
  •  სოციალურ ქსელებში და მათ სარეკლამო პლატფორმებში მუშაობის უნარი

 

პიროვნული უნარები:

  •  პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა
  •  რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა
  •  პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული.

 

ბუღალტერი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და კონტროლი;
  •  ფინანსური უწყისების ყოველთვიური წარმოება (მოგება-ზარალი, ბალანსი, თანხის მოძრაობა);
  •  ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"-ში მუშაობა;
  •  ბუღალტრული ოპერაციების წარმოება, ხარჯების და შემოსავლების დარიცხვა;
  •  დებიტორ/კრედიტორების ანალიზი და კონტროლი, ამონაწერების და შედარებების კეთება;
  •  ელექტრონულ პორტალზე სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგი, სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
  •  საქმიანობასთნ დაკავშირებული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
  •  ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართულობა;
  •  საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  •  სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე არანაკლებ 1 წელი, მათ შორის წარმოების ან/და საწყობის ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  •  ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  •  საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამ(ებ)ის ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა.
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • მოტივირებულობა
  • შრომისმოყვარეობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • ორგანიზებულობა

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: bachoberishvili88@gmail.com წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი