სოციალური მედიის მენეჯერი/დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
28 ნოე - 18 დეკ
სტარტი
გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე

რუმბოქსის და ბლუ უოთერსის გუნდი ეძებს ახალ წევრს!

ROOMBOX აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან.კომპანიამ მიზნად დაისახა ქართულ რეალობაში კონტეინერის სახლების პოპულარობის ზრდა.გარდა ესთეტიური და ვიზუალური მიმზიდველობისა, რუმბოქსის მოდულები ტურიზმის სექტორით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო ალტერნატივას წარმოადგენს.  კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: roombox.ge

Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციე წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ამ მიმართულებით ბლუ უოთერსი საქართველოში წარმოადგენს ისეთ ცნობილი და გამოცდილ კომპანიებს როგორიცაა TRAIDENIS, Eurobion, Ecolos და SANI.ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: bluewaters.ge ჩვენი ამჟამინდელი მიზანია ბიო-გამწმენდი დანადგარების მიმართულებით ავითვისოთ ახალი ბაზრები (აზერბაიჯანი, სომხეთი), ხოლო ROOMBOX-ის მიმართულებით შევქმნათ დამატებითი ობიექტები სასტუმრო ბიზნესისთვის.

 

რუმბოქსის და ბლუ უოთერსი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სოციალური მედიის მენეჯერი/დიზაინერი

 

ჩვენი კომპანიის ფასეულობები:

  • კარიერული განვითარების სურვილი
  • სისწრაფე და მოქნილობა
  • არასოდეს დანებდე
  • ყოველთვის ისწრაფე განვითარებისკენ, ყოველ წუთს
  • სრული პასუხისმგებლობა ყოველ სიტყვასა და მოქმედებაზე
  • მიიყვანე ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე
  • იყავი ყოველთვის პოზიტიური და კრეატიული

 

Რა უნდა გააკეთო:

  • სოციალური მედიის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • სოციალურ ქსელებში ეფექტური რეკლამის განთავსება;
  • სოციალური მედიისთვის პოსტების მომზადება;
  • ბლოგის მომზადება;
  • სოციალური ქსელების (Facebook, LinkedIn, Instagram, youtube და ა.შ.) გვერდების მართვა და განახლება, ხარისხიანი კონტენტის შექმნა და განთავსება მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • სოციალური არხების ანალიტიკა და რეპორტინგი.
  • ვებ გვერდის მართვა;
  • ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება და განთავსება;
  • სოციალური მედიისთვის ბანერების მომზადება;
  • სარეკლამო მასალების ვიზუალების მომზადება და პროცესის კონტროლი;
  • საბეჭდი მასალების ვიზუალების მომზადება და პროცესის კონტროლი;
  • ფოტო გადაღების დაგემვა და გადაღება, შესაბამისი მასალი დამუშავება.
  • ვიდეო სცენარების დაგეგმვა და გადაღება, შესაბამისი მასალის დამონტაჟება;

 

რა პირობებს გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 2000 ლარი 
  • თვეში 2-ჯერ გადახდის შესაძლებლობა
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად
  • კორპორაციული ნომერი და უფასო სასაუბრო დრო
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

 

სამუშაო განრიგი:

  • 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით)
  • ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

 

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე : https://forms.gle/7mc8wwRErs4eY3nRA 

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გაგზავნე CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
სხვა ვებ გვერდზე
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ვებ დიზაინი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი