IT მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
18 ნოე - 18 დეკ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

"ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა. 

კომპანია „ნავნე“ აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე ქ.თბილისში . 

გრაფიკი: კვირაში 5 დღე 

ანაზღაურება: ფიქსირებული  

ხელშეკრულების ტიპი: 6 თვიანი, გაგრძელების შესაძლებლობით.  

 

მოვალეობები:

  • ქსელში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; 
  • ქსელის მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა; 
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა; 
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება. 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია პროგრამა Apex-თან მუშაობის გამოცდილება; 
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა. 

 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე  ელ. ფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი