ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2000
  • ბაკალავრი
  • რუსული,ინგლისური
18 ნოე - 18 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო Software კომპანია Nugios Sistems აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება;
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია;
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ვებ - აპლიკაციების ტესტირების, ან მისი მხარდაჭერის მიმართულებით გამოცდილება
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

 

ზოგადი მოთხოვნები:

  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
  • შეთანხმებული ვადების მკაცრად დაცვა
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი მიდგომა
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - 1500-2000 ლარი ხელზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • შერჩევა მიღებული განაცხადებისა და რეზიუმეების საფუძველზე
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@nugios.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი, ბათუმი, სხვა
თბილისი