ავტოლიზინგის გაყიდვების მენეჯერი/საკრედიტო ექსპერტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
18 ნოე - 18 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591502907

შპს „ლიზინგ ექსპერტი“ აცხადებს ვაკანსიას ავტოლიზინგის გაყიდვების მენეჯერის /საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე. 

 

მდებარეობა ქ. თბილისი  

სამუშაო გრაფიკი: სრული.  
 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან. 
  • პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება. 
  • ავტომობილის შეფასებასთვის საჭირო მოქმედებები (დასურათება, საბაზრო ღირებულების დადგენა...). 
  • სალიზინგო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა სხვა სტანდარტული მოქმედებების სრულყოფილად წარმოება. 
  • სალიზინგო პორტფელის მართვა. 

 
ჩვენ ვეძებთ:

  • პუნქტუალურ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს რომელიც იქნება წარმატებული გუნდის წევრი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება. 
  • საოფისე პროგრამების (მ.შ. EXCELL) ცოდნა. 
  • წარმატებული/დამარწმუნებელი საუბრის უნარი. 
  • სამუშაო სტაჟი: ჩვენ ვითვალისწინებთ კანდიდატებს გამოცდილების გარეშე, თუმცა საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. 
  • სამუშაო გამოცდილება 1-2 წლამდე

     

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოზიციას სწრაფად მზარდ კომპანიაში. ხელფასი ფიქსირებული (1000 ლარი პირველი 3 თვე) + საბონუსე სისტემა + ულიმიტო სასაუბრო + ჯანმრთელობის დაზღვევა. 

ჩვენ გუნდში შეგიძლია მიიღო 2000 ლარი და მეტი შემოსავალი, ეს დამოკიდებულია მხოლოდ შენზე. 

 

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71 (ოფისი N6)

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@leasing-expert.pro   ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 591502907 და საგანში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი ან შეავსეთ მოკლე კითხვარი: https://forms.gle/Wa22AxmihhK93Wvv6 შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც! 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ ინფორმაცია უტყუარია და შესაძლებელია კომპანიამ გამოიყენოს ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე განხილვისთვის შემდგომი 6 თვის განმავლობაში. 

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი,
გაყიდვების კონსულტანტი,
გაყიდვების მენეჯერი,
გაყიდვების ქოლცენტრი
საბანკო
SME საკრედიტო ოფიცერი,
ლიზინგი,
საკრედიტო მენეჯერი