სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
17 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი  „ორი ნაბიჯი“  აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

კომპანია „ორი ნაბიჯი“ საცალო გაყიდვების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წარმატებული კომპანია. 2010 წლიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან ორ ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით 350-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და 3500-მდე თანამშრომელს აერთიანებს.  

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • სასაწყობე პროცესების დაგეგმვა და მართვა; 
  • სამსახურში მიმდინარე პროცესების იდენტიფიცირება და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით  პროცესების ოპტიმიზაცია; 
  • სამსახურის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი სტანდარტების, წესების შემუშავება და მართვა; 
  • სასაწყობე პროცესების რეპორტინგი და ანალიზი; 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;   

 

ვაკანსიის მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ოპერაციების მართვის მიმართულებით);  
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • სასაწყობე და სადისტრიბუციო პროცესების ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS word);  

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ლილო 1, ივანე იუმაშევის N14 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge   

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

 

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. 

 

ორი ნაბიჯი  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი