Front end დეველოპერი/Middle
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
22 ნოე - 11 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას front end დეველოპერის (Middle) პოზიციაზე  

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა. 

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა. 

კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და სბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე. 

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს; 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს; 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს; 
  • უფასო პარკინგს. 

 

ძირითადი მოვალეობა: 

  • არსებული ელექტრონული სისტემისთვის front end-ისა მხრიდან ახალი მოდულების დამუშავება და მხარდაჭერა; 
  • არსებული ელექტრონული სისტემისთვის კოდში ცვილებების შეტანა (Front-end); 
  • მარკაპის შესრულება და სუფთა კოდის პრინციპის გამოყენებით მუშაობა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • REACT.jS მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი; 
  • Vanilla Javascript, HTML5, CSS; 
  • Responsible Design; 
  • GIT; 
  • Typescript, SCSS ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
  • ჩვენი სამუშაო სტილი: ინტერფეისების ასაწყობად ვიყენებთ REACT-ს. ბექენდი PHP. კოდი ინახება GITHUB. 
  • გუნდის შემადგენლობა:  ორი Frontend - დეველოპერი, ორი Backend დელოვოპერი, Teachlead. 

 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

 

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე. (არ განიხილება დისტანციური მუშაობა) 

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: აგლაძის #34. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 10  დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

 

 გისურვებთ წარმატებას! 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/დეველოპერი