ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
18 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

 

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

გამოსაცდელი ვადა : 3 თვე (ანაზღაურებადი)

ადგილმდებარეობა: თბილისი.
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და მოწესრიგება
  • ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა
  • მარაგების (შესყიდვა , შიდა მოძრაობა, ჩამოწერა) აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი
  • საწვავის აღრიცხვა (მიღება, განაწილება, ჩამოწერა)  ბუღალტერიაში ასახვა და ნაშთების კონტროლი
  • კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებების სისწორის კონტროლი
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
  • საგადასახადო და ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა
  • RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების  სრულყოფილად ცოდნა(Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად) , საბუღალტრო პროგრამების: 1C;   პრაქტიკული ცოდნა.
  • წერილობითი კომუნიკაციის და ანგარიშების მომზადების უნარი.
  • ორგანიზების და დაგეგმარების უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება

 

ანაზღაურება: შეთანხმებით

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com სათაურში მიუთითოთ "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

ბუღალტერია/ფინანსები
1C სპეციალისტი,
ბუღალტერი (ზოგადი)