საწყობის თანამშრომლი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
17 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge

 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას  საწყობის თანამშრომლის  პოზიციაზე: ქ. ბათუმი

 

მისამართი: ქ. ბათუმი,  აეროპორტის გზატკეცილი
ანაზღაურება :1000 ლარი 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
  • დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
  • პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობის მიღება.

 

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება  „საწყობის თანამშრომლი ბათუმი“.

 

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

 

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი