მძღოლი/ექსპედიტორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1150 - 1250
  • მართვის მოწმობაB,C
17 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები.

ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. 
 
კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.

ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. 
 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge 

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. ბათუმში  
 
მისამართი: ქ. ბათუმი,  აეროპორტის გზატკეცილი 

ანაზღაურება: 1150-1250 ლარი (მართვის მოწმობის კატეგორიის მიხედვით) 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება 
  • სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა 
  • ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი  

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • B/C -კატეგორიის მართვის მოწმობა  
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 

 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • ორგანიზებული 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მძღოლი-ექპედიტორი ბათუმში“. 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/ 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
დისტრიბუტორ-ექსპედიტორი