ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
17 ნოე - 17 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბაჟო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების მხრივ;
  • უპირატესად ჩაითვლება კვალიფიკაციის ქონა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკასა და მისი ნაწილების სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საბაჟო პროცედურების განხორციელება;
  • დაგეგმოს, მოამზადოს და ორგანიზება გაუწიოს კომპანიის სხვა თანამშრომლების მონაწილეობით საქონლის განბაჟების  პროცედურებს (იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი);
  • უზრუნველყოს საქონლის დეკლარირება: განბაჟებისა და კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტაციის (აქტები, დეკლარაციები, დოკუმენტების გაერთიანებული პაკეტები) მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
  • წარუდგინოს საქონელი საბაჟო ორგანოს საბაჟო პუნქტამდე ტრანსპორტირების თანხლებით და საბაჟო პუნქტში ტრანსპორტირების დროს;
  • საქონლის განბაჟების ყველა ეტაპზე დაეხმაროს საბაჟო ოფიცრებს განბაჟების პროცედურების განხორციელებაში;
  • კომპანიის სახელით გადაიხადოს ყველა საბაჟო გადასახადი და მოსაკრებელი;
  • თვალყური ადევნოს საქონლის განბაჟების საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნებს საქონლის ყველაზე სწრაფი, ეფექტური და კანონიერი განბაჟებისთვის;
  • პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ორგანიზება; 
  • გადაზიდვების მარშრუტის დაგეგმვა ტვირთის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით; 
  • საჭიროების შემთხვევაში ტვირთისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდის შერჩევა; 
  • ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; 
  • ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგი; 
  • მომწოდებელ ბრენდებთან კომუნიკაცია.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართებზე: zantelidze@elitemotors.ge , t.avaliani@elitemotors.ge.  გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.დამატებით დეტალებზე შევთანხმდებით უშუალოდ გასაუბრების დროს. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

 

გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი